ქვემო და შიდა ქართლში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემა წარადგინეს

45 Views Comment Off

ქვემო და შიდა ქართლში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

24-28 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა  ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს  წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია — რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

შეხვედრის ფარგლებში FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„ახალი რეგულაცია, გააუმჯობესებს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორც პროდუქტების ხარისხს, რითაც კიდევ უფრო შემცირდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი და გაუმჯობესდება, მომხმარებელთა უფლებები“ — განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB