ქობულეთში — რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა

146 Views Comment Off

ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს.

აგრომარკეტის სივრცეში აგროწარმოების საშუალებები, მათ შორის შხამ-ქიმიკატები, ნერგები და ჩითილები გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ გვარაში გახსნილი პირველი აგრომარკეტი ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნოების 1000 კვ.მ ფართზეა განთავსებული და დაახლოებით 25 სივრცეს მოიცავს.

აგრომარკეტი იქნება საუკეთესო ხელშემწყობი საშუალება სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებული ადგილობრივი მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის. მათ საშუალება მიეცემათ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება.

აგრომარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები თავიანთი მეურნეობების განვითარებისათვის.

აგრომარკეტების ტერიტორიებზე წარმოდგენილი იქნება ასევე ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზევე შეძლებენ კრედიტების გაცემას აგროსაშუალებების დასაფინანსებლად.

აგრომარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება იჯარის წესით.

გვარას აგრომარკეტში მოწყობილია აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს ვეტერინარულ კლინიკის მშენებელობა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB