ყოველი გაყიდული ღვინის ბოთლიდან 50 თეთრი-სოლიდარობის ფონდში

54 Views Comment Off

ღვინო ,,სიკეთე“ — სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია „სესიაშვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის — „სიკეთე“ გაყიდული ყოველი ბოთლიდან 50 თეთრი საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად.

,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქველმოქმედო ფონდია და მისი დაარსებიდან დღემდე დახმარება 264 ბავშვსა და ახალგაზრდას გაეწია. მივესალმებით ღვინის კომპანიის ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც გაეთიანდნენ ამ ძალიან კარგი იდეის ირგვლივ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება თითოეული ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების ლობისტი“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კომპანია „სესიაშვილის“ დამფუძნებელი როსტომ სესიაშვილი, კომპანიის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით სამინისტროს და სტრუქტურების 1280 თანამშრომელი უკვე ჩართულია სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური დონაციით, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.

დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი პრეცედენტია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის. რაც შეეხება საქართველოს სოლიდარობის ფონდს, შექმნიდან დღემდე ჩვენი მიღწევა არის ის, რომ არცერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც შეეხო სიმსივნე არ დაღუპულა უსახსრობის გამო.

დღეის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 7 მილიონ ლარამდე რესურსების მობილიზება შეძლო საჯარო სამსახურებში დასაქმებული 55 000 თანამშრომლისა და 27 კერძო კომპანიის დახმარებით. უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა სულ 22 წლამდე ასაკის 264 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 9.2 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 135 შემთხვევაში საზღვარგარეთ — გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

ეს, გადაჭარბების გარეშე არის ისტორიული შედეგი, რომელიც არის შესანარჩუნებელი და ამისთვის საზოგადოების, საჯარო და კერძო სექრტორის გააქტიურება უმნიშვნელოვანესია“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დღეს გაფორმებული მემორანდუმი საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სოლიდარობის ფონდში ინოვაციური დაფინანსების მობილიზება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად.

ვფიქრობთ, ყველა ადამიანში არის სიკეთის კეთების განცდა. ჩვენც გვქონდა სურვილი, გვეკეთებინა სიკეთე, თუმცა შესაფერისი სფერო და გზა უნდა შეგვერჩია. ამ საქმისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა მევენახეობა და ღვინის წარმოება, ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობა ისედაც ემსახურება სიკეთეს, ქვეყნის გადარჩენას. ამან განაპირობა ჩვენი წარმოებული ღვინის სახელიც -,,სიკეთე“.

ღვინის სახელი მომხმარებელს მიანიშნებს, თუ რას გააკეთებს როცა შეიძენს და მოიხმარს აღნიშნულ ღვინოს. ჩვენ კომპანიას აქვს სურვილი, ეს ინიციატივა სხვა კომპანიებს გადავდოთ და ვითანამშრომლოთ მსხვილ თუ მცირე კომპანიებთან.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB