ქართველმა ფერმერებმა ჰოლანდიაში სასწავლო კურსი გაიარეს

404 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ხილის წარმოების ჯაჭვის გაუმჯობესება“ ფარგლებში, ქართველმა ფერმერებმა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტში, მეხილეობის დარგში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.

აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოში ფერმერებისთვის სასწავლო კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის პირველი ეტაპიც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.

სასწავლო კურსის მონაწილეები ვაგენინგენის უნივერსიტეტში ხილის მოყვანის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას და თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ;

mekhile_fermerebi_333940455579991110111157

ინტენსიური ბაღის გაშენება-მოვლის მეთოდების, ნიადაგის დამუშავების, ხეხილის ახალი ჯიშების, სხვლა-ფორმირებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება გაიარეს და სალექციო კურსი მოისმინეს.

intensiuri_baRi_vaSli_50002922552201111175

სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტის რანდვიკის მეხილეობის სადგური, სანერგეები და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს; გაეცნენ მაღალხარისხიანი უვირუსო ნერგისა და საძირეების წარმოების ახალ მიდგომებს, ხილის კრეფის, დახარისხებისა და პირველადი სასაქონლო დამუშავების ხერხებს, ასევე შენახვის თანამედროვე სამაცივრო სისტემებსა და მეთოდებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1270 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3531 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB