„ქართული ბაღი“ პირველ მოსავალს იღებს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლში, გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, პირველი მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

შპს „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.

კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.

კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 15 ტონა ვაშლს ელოდება.

თქვენი რეკლამა