ქართული ვაზის თემაზე შექმნილი მონეტის რეალიზაცია დაიწყო

364 Views Comment Off

7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს.

აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა — მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად გასდევს შემდეგი წარწერები: «საქართველო», «2017», «GEORGIE»( «საქართველო» ფრანგულ ენაზე), «5 ლარი».

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის გრაფიკული გამოსახულება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ლარის სიმბოლო, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერა ფრანგულ ენაზე «LA GÉORGIE — PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX» (საქართველო — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი).

მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72), ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3231 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB