ქართული ცხვრის ექსპორტი ბაჰრეინშიც განხორციელდება

127 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის წევრებს – ბაჰრეინის სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოდან ბაჰრეინის სამეფოში ცხვრის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური საკითხებისა და ვეტერინარული სერტიფიკატების შეთანხმების შემდეგ, ქართული ცხვრის ექსპორტი ბაჰრეინის სამეფოში უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი.

ქართული ცხვრის ახალ საექსპორტო ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მეცხვარეობის დარგის განვითრებაზე.

ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის წევრები საქართველოდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
ქართული რძის ნიშანი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB