ქართული თაფლი — ევროკავშირის ბაზარზე

199 Views Comment Off

ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა, რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი ნებადართულია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა, მათ ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა.

ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესამე წელია მიმდინარეობს.

2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა.

ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა, ადილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და სრული ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB