პროექტი „გემოვანი“ – ქართული პროდუქტების აგროსასურსათო ბაზარი

2018 წლის 9 მაისს, პროექტი „გემოვანი“ თბილისის ივენთ ჰოლში, ქართული პროდუქტების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

პროექტ „გემოვანის“დირექტორის, ოთარ ნაჭყებიას განცხადებით „ბაზრის მიზანია გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია.

ბაზარში მონაწილეობას დაახლოებით 80-მდე ფერმერი, საოჯახო მეურნეობა და მეწარმე მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.

გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა“.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულის დასაწყისიდან, იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვა რამდენიმე ადგილას. მათ შორის, ლისის ტბაც განიხილება.

პროექტ „გემოვანის“ საიტზე ვკითხულობთ:

„ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მოკიდა ხელი და გააშენა ვენახი. ისიც ცნობილია, რომ ვენახის სამშობლო საქართველოა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე, რასაც დღეს საქართველო ქვია, გავრცელდა ის ყველა და ყველაფრის ჯიში, რომელიც ნოემ წარღვნამდე შეარჩია და ეს იყო საუკეთესო იმ დროს არსებულთა შორის.“

როგორც ოთარ ნაჭყებიამ განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც ქართულ ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს.

„გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას,  ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ გენეტიკურად ქართულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, და იგი ძვირადღირებულიცაა“, – აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

ქართული ნატურალური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა 9 მაისს 10 საათიდან ფილარმონიის ივენთ ჰოლში გაიმართება.

2018 წლის 9 მაისს, აგროსასურსათო გამოფენეზე, ფერმერებს საკუთარი პროდუქტების წარდგენა შეუძლიათ უფასოდ!

ბაზრის პროექტის გენერალური სპონსორია „პური მზეთამზე“. ღონისძიების მხარდაჭერები არიან „ვიზარდ ივენთი“, „ლივინგსტონი“, მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

მედია მხარდამჭერები: მედიაჰოლდინგი „პალიტრა“, ბიზნესმედია „საქართველო“, „ჯორჯია თუდეი“, „აგროკავკასია“ და „კომერსანტი“.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: info@gemovani.ge
მობ: 577972727 ოთარ ნაჭყებია
facebook.com/gemovani

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/178143089670053/

თქვენი რეკლამა