ქართული ღვინოების მორიგი წარმატება იაპონიაში

118 Views Comment Off

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017“ ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა.

კერძოდ, კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო — პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.

2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“.  „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.

ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის“ „GAU5 WHITE ONE 2015“-მა და „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „ალექსანდროული 2015“-მა.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის“ სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015“, ”MAESTRO SAPERAVI 2015“ და „SAPERAVI RESERVE 2010“.

კონკურსში მონაწილოებდა 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB