ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე „კასპიან აგრო 2016“

28 Views Comment Off

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 ქართული კომპანიის — „კულა“, „ლივო“, „თელავის ღვინის მარანი“, „LILI Wine”, „ზედაზენი“, „კახური ღვინის მარანი“ „ჰერეთის ღვინის მარანი“ და „შალოშვილის ღვინის მარანი“ — პროდუქცია, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა დააგემოვნა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობა ამ პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 კომპანიის პროდუქცია და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართულ აგროწარმოებაზე. ვფიქრობთ, სამომავლოდ გამოფენის მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზრდება.

გამოითქვა ინტერესი და, შესაბამისად, მომავალ წელს გამოფენაზე რძისა და რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ურთიერთოების და ერთობლივი წარმოების მიმართულებებით.

ვფიქრობთ, ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ვიმსჯელოთ“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

გამოფენა „კასპიან აგრო 2016“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, ისე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელები.

ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება.

საქართველო წელს მეორედ იღებს მონაწილეობას გამოფენაში და წელსაც ქართულ სტენდს ,,ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენისთვის“ ჯილდო გადაეცა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB