ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

56 Views Comment Off

ჩინეთის 22 მილიონიან დედაქალაქ პეკინში, იმპორიტრებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში ქართული ღვინო პირველად  გაიყიდება.

CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს.

პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში დღეიდან უკვე შესაძლებელია.

CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი,  ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოწვევით 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა საქართველოს.

CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს პეკინში. მაღაზიათა ქსელი დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია  მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს.

CHEERS WINES-ი იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად ღვინის საგანმანათლებლო კურსებს ატარებს და მსურველებს ღვინის მოხმარების და სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურებს აცნობს.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB