ქართული ღვინო ჩენგდუს საერთაშორისო გამოფენაზე

35 Views Comment Off

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების  საერთაშორისო გამოფენა“ (The 94th China Food & Drinks Fair) გაიმართა, სადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათეულ ათასობით ვიზიტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე.

ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად.  პირველი ნაწილი, გაიმართა 20-23 მარტს ერთ-ერთ სასტუმროში, რომელსაც დაესწრნენ მხოლოდ კომერციული პირები: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. 24-26 მარტს კი გამოფენამ გადაინაცვლა ძირითად საგამოფენო სივრცეში.

აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 15 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „ბატონო“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ასკანელი ძმები“, „ქართული ღვინის სახლი“, „შალვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „ვაზიანი კომპანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW).

ქართული ღვინო მარტის თვეში ასევე წარმოდგენილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.

ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით — ექსპორტის ზრდამ ჩინეთში ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
946 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
71 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB