ქართული ღვინის OIV-ის ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა

124 Views

აგროკავკასია — ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ  პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა წარადგინა.

OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ,  აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვა და  განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება.

საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები  გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს.

2017 წელს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო),   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში  სულ 7 ღვინოა:  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი» და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი).

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB