ქართული ღვინის მარნები Google map-ზე განთავსდება

მარანი

ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია QR კოდების ნავიგაციით.

QR კოდების ნავიგაციით აღჭურვილი გზამკვლევის დახმარებით, ტურისტი ადვილად იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას და ეწვევა სხვადასხვა მარანს, რესტორანს თუ სასტუმროს.

გზამკვლევში თავმოყრილია 300-მდე ღვინის მარანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სასტუმრო სახლები, რესტორნები და ა.შ

ასოციაცია ქართული ღვინის, კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის ტატა ჯაიანის განცხადებით, თითქმის ყველა მარანს, რესტორანს და სასტუმრო სახლს აქვთ უფლება QR კოდებზე.

სპეციალური აპლიკაციით ტურისტს მარტივად შეეძლება გადავიდეს Google map-ზე და ეწვიოს მისთვის სასურველ მიმართულებას.

ტურისტებს გზამკვლევის შეძენა საქართველოში თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში შეუძლიათ. გზამკვლევი მალე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ცნობილ წიგნის მაღაზიებშიც გაიყიდება.

ამ ეტაპზე გზამკვლევი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. გაზაფხულიდან ქართული ღვინის ასოციაცია გზამკვლევის რუსულ ენაზე გამოცემას გეგმავს.

თქვენი რეკლამა