ქართული ღვინის ექსპორტის 9 თვის სტატისტიკა

172 Views

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 35%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთი – 154% (3 852 245),  უკრაინა – 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი – 60% (67 522), ბელარუსი – 51% (789 876), პოლონეთი – 47% (1 633 514), ესტონეთი – 43% (485 688), ყირგიზეთი – 39% (163 966), რუსეთი –  36% (17 056 936), გერმანია – 18% (223 862), იაპონია – 20% (134 808), აშშ – 5% (191 086),  ლატვია 1% (841098) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) , ყაზახეთი  (2535163) და პოლონეთი (1633514).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  15%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა -ზრდამ 26,5% შეადგინა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB