ქართული ღვინის ექსპორტი იანვარში 184%-ით გაიზარდა

82 Views

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით  აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე.

„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის —  ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გავქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი  (106 284).

ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი — 725% (372 440);
  • ესტონეთი — 250% (48 432);
  • რუსეთი — 198% (2 861471);
  • ყირგიზეთი — 186% (38 700);
  • ყაზახეთი — 164% (106 284);
  • დიდი ბრიტანეთი 113% (14 328);
  • უკრაინა — 102% (402 858);
  • აშშ — 100% (32 940);
  • ლატვია — 84% (61 128);
  • პოლონეთი — 37% (156 302);
  • ლიტვა — 21% (54 228).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  2,25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  49% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა — ზრდამ 229% შეადგინა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB