ქართული აგროსამრეწველო პრუდუქცია ჩინეთის ბაზარზე

55 Views Comment Off

საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც შანხაიში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ეს საკითხი განიხილეს, საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტმა სუნ ჯისმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც აისახა კიდეც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაციას „Er Shang Group“-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს.

მათ შორის, ქართული ღვინის „Er Shang Group“-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება.

შანხაის ბიზნეს–ფორუმმა, რომელიც 27 ივლისსაც გაგრძელდება, თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი, შანხაის პროვინციაში მომუშავე 100–ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს.

მათთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს ხუთმა სამინისტრომ, სახელმწიფო კომპანიებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდებმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB