პროგრამას «ქართული ჩაი» წალენჯიხის რაიონის სოფლებში გაეცნენ

65 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის „ქართული ჩაი“ ანხორციელებს.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების უფროსმა მიხეილ კუჭავა, პროგრამის „ქართული ჩაი“ მენეჯერმა ლევან უროტაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს დათო კოდუა წალანჯიხის რაიონის სოფელ ეწერს ესტუმრნენ და ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს.

სოფელ ეწერში პროგრამის ფარგლებში იგეგმება 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:

  • კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) — რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%;
  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) — რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპიანი, პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1179 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
3224 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB