პროექტს „დანერგე მომავალი“ ფსტა და სუფრის ყურძენი ემატება

676 Views

პროექტს „დანერგე მომავალი“, რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფისტას (ფსტას) და სუფრის ყურძნის წარმოება ემატება.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი“. ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი — საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

სახელმწიფო აფინანსებს 70 %-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50%-იანი გრანტი გათვალისწინებული.

დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ ორ ახალ კულტურას: სუფრის ყურძნის, წარმოებას — ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფისტას წარმოების.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს, თითქმის, მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში.

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი — ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ: ფსტა (ფისტა — Pistacia) დარგვა — გამრავლება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB