პირველი ქართული ვისკის JIMSHER აღიარება აშშ-ში

პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „whisky competition“, ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ვისკი (BEST WORLD WHISKY) საფერავის კასრში დავარგებული „ჯიმშერი” მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 

მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ქართული ვისკი საუკეთესოთა სამეულში შეიყვანა.

პირველი ქართული ვისკი „JIMSHER“ რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „The Travel Retail Masters 2017“ ვისკი „JIMSHER“ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა და ის მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში მოხვდა.

ამას გარდა, პირველი ქართული ვისკი „JIMSHER“ ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელიც გახდა. ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით სტატისტიკურად რანჟირებულ NBR კავშირის ტოპ რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის გამოვლენილ საუკეთესო კომპანიებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით და საქართველოს სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ G.P.G-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით.

თქვენი რეკლამა