ფუტკრები ახალი ვირუსით (DWV) ავადდებიან

ფუტკრები, ისევე როგორც ადმიანები ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. ამასთან თუ ადამიანებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ან აკონტროლონ ვირუსული დაავადება, ფუტკრებს არ გააჩნიათ ეს უნარები და მათზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.

ამ დრომდე მეცნიერები უკვე პოულობდნენ DWV – ს (Deformed Wing Virus) ერთ შტამს, ეხლა ევროპელმა მკვლევარებმა ამ ვირუსის მეორე შტამი აღმოაჩინეს. მათი თქმით აღმოჩენილი ნიმუში უფრო სახიფათოა ვიდრე წინა.

DWV-A и DWV-B – ს კვლევები  ტარდებოდა გერმანიაში, ინგლისში და ჩრ. ირლანდიაში, ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ DWV-B დიდ საშიშროებას წარმოადგენს ფუტკრის ოჯახისთვის და მისით დაავადებული კოლონიები იშლებიან გაცილებით სწრაფად.

„მეცნიერები დიდხანს ეძებდნენ – ფუტკრის კოლონიების სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზს ან მიზეზებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში გახდა საგრძნობი – მეფუტკრე ფერმერებისთვის, – ამბობს გერმანიაში, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პაკსტონი, „ევროპაში DWV-B – ს გავრცელება შეიძლება იყოს ამის მიზეზი“,-ამატებს ის.

გავრცელების არეალის დასადგენად, დიდ ბრიტანეთში საველე კვლევაც ჩატარდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ ქვეყანაში ორივე შტამის ფართო გავრცელება დაფიქსირდა.

მეცნიერთა თქმით ევროპა შეიძლება იქცეს DWV – ს ახალი შტამების გლობალური გავრცელების წყაროდ.

თქვენი რეკლამა