ფრანგული აგრარული კოოპერატივი საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს

167 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფრანგული კოოპერატივის „AXEREAL“ აგრარული განვითარების მენეჯერს, ჟან-ფრანსუა ბერგერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მარცვლეული კულტურების თესლის წარმოებისა და მეფრინველეობის დარგში ბიოწარმოების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ჟან-ფრანსუა ბერგერის დეტალური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრა გაიმართა ასევე მეფრინველეობის და მარცვლეული კულტურების თესლის მწარმოებლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ფრანგ მენეჯერს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეული კულტურების (ხორბალი და სიმინდი) საშრობი და შესანახი მეურნეობა შპს „ლომთაგორა“  დაათვალიერებინა .

ფრანგული კოოპერატივის „AXEREAL“ აგრარული განვითარების მენეჯერმა მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის კუთხით და ქართველ მწარმოებლებს საქართველოში სათესლე მასალით უზრუნველყოფის პირობით, ხორბლის ახალი ფრანგული ჯიშების გამოცდა შესთავაზა.

როგორც ჟან-ფრანსუა ბერგერმა აღნიშნა, საქართველოს როგორც მეფრინველეობის ისე, მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის ბიოწარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

13 000 წევრიანი ფრანგული კოოპერატივი „AXEREAL“, ერთ-ერთი უდიდესი კოოპერატივია საფრანგეთში, რომელიც ქათმის ხორცის, კვერცხის, ასევე სათესლე მასალის და საკვები პროდუქციის წარმოებას აერთიანებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB