ფრანგები საქართველოში ორ 400 სულიან ფერმას ააშენებენ

1017 Views Comment Off

გუშინ, 26 ოქტომბერს, საქართველოში ხორცის წარმოების და ფერმის მოწყობის საკითხებზე, საფრანგეთის მსხვილფეხა საქონლის გენეტიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული კვლევა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მომზადდა და მისი მიზანი ფრანგული მეხორცული ჯიშების საქართველოში ადაპტირება და მსხვილი საბითუმო ქსელების ხორცით მომარაგებაა.

ერთი წლის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას სწავლობდნენ. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბაზარზე წარმოების ზრდის კუთხით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა.

ფრანგი სპეციალისტების დასკვნაში გაანალიზებულია მესაქონლეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობა და მეცხოველეობის სეგმენტის ბაზარზე პოზიციონირებასთან დაკავშირებული პერსპექტივა.

დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელებაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმის მოწყობა იგეგმება, სადაც ფრანგი სპეციალისტები სწავლების კურსებს ჩაატარებენ და ადგილობრივ ფერმერებს დაავადებების კონტროლის ფრანგულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგული მხარე სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 400 სულიანი ორი ფერმის აშენებას გეგმავს. გარდა ამისა, მოხდება ქართული ბაზრის მომარაგება ახალი ხორცით და იმ საკვები ბაზრის განვითარება, რომელიც მესაქონლეობისათვის არის საჭირო.

ქართველ ფერმერებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა გაყიდონ უფრო მეტი სიმინდი, მეტი ქერი, ხორბალი. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებაში“, — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB