ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიება გაიმართა

339 Views

2017 წლის 26 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ოფიციალურ ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე, ფერმერთა ასოციაციამ საზოგადოებას რამდენიმე  ახალ  პროექტს წარუდგინა კერძოდ:

ფერმერთა სათათბიროს პრეზენტაცია, რომელიც პარტნიორი საერთაშორისო  ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, კერძოდ: „ქეა საერთაშორისო კავკასია“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENPARD“-ის პროგრამის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ პროექტის და, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ოქსფამის“ პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ფერმერთა ასოციაციის წამომადგენელთა თქმით, სათათბიროს შექმნის მიზანს წარმოადგენს  საკანონმდებლო პროცესებში ფერმერთა აქტიური ჩართულობის, მათი ინეტერსების უკეთ დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.

გაიმართა მობილური აპლიკაციის „აგრონავტი“-ს პრეზენტაცია, რომელიც არის მარტივი, მოქნილი ელექტრონული სისტემა და  ფერმერს პროდუქციის გასაღების ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გარდა ამისა წარმოდგენილი იქნა წიგნი „გზა ფერმერობისკენ“, რომელიც დაფინანსებულია ბანკ „კონსტანტას“ მიერ და სოფლის მეურნეობის 60-ზე მეტი კულტურის წარმოების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.

ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა საქართველოს ფერმერთა სადრისტრიბუციო კომპანიის პრეზენტაცია, რომელიც კერძო ინიციატივაა და „აჭარა ჯგუფი“-ს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია შექმნას  მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის, ევროკავშირის, ქეა საერთაშორისო კავკასიაში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Oxfam, პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სხვ. წარმომადგენლები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1403 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB