ფერმერმა თანადაფინანსებით 600 ერთეული ფუტკრის სკა შეიძინა

494 Views Comment Off

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მინდია ქავთარაძემ 600 ერთეული სკა შეიძინა.

მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დოხაშხოში მდებარეობს. მეურნეობისთვის ინვენტარის შესაძენად, სრულად, 90,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 35 865 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო.

→ მინდია ქავთარაძე კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ წევრია, რომელსაც 2017 წელს, წყალდიდობამ მეფუტკრეობის ინვენტარი თითქმის სრულად გაუნადგურდა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის, თორნიკე კაპანაძის  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, სახელმწიფოს დახმარებით, სტიქიით დაზარალებულ ფერმერს საშუალება მიეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა განეახლებინა.

 „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

→ პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა — 60% -ს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 123 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2,600,000 ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1278 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB