ფერმერებთან შეხვედრები „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში

48 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპატრამენტისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, საკონსულტაციო სახის შეხვედრები სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას ხვდებიან და კონსულტაციებს უწევენ მათთვის საჭირო მცენარეთა და შინაურ ცხოველთა მოვლა-მოყვანის შესახებ.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიმდინარე კვირაში რამოდენიმე მუნიციპალიტეტში პარალელურ რეჟიმში გაიმართა, სადაც სპეციალისტები ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და მესტიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

ადგილზე გაიმართა კონსულტაციები მეფუტკრეობის, მესაქონლეობის და მეკარტოფილეობის მიმართულებით.

შეხვედრების განმავლობაში ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტების მიერ პრაქტიკული და თეორიული დემონსტრაციის გზით მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB