პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ზაზა დოლიძეს მოუსმინეს

30 Views Comment Off

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, კომიტეტის 2 დეკემბრის სხდომაზე 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ.

ზაზა დოლიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს ეხებოდა, კერძოდ, სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას და სხვა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და იმ კონკრეტულ ქმედებებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მასშტაბები: განხორციელდა 7067 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს. ამის შედეგად, შემცირდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები. კონტროლი გამკაცრდა ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხზე. გმო-ს კვლევა ჩაუტარდა სხვადასხვა დასახელების 80 ნიმუშს.

ინსპექტირებულია 910 საბავშვო ბაგა-ბაღისა და 361 სკოლის სასადილო, რაც თითქმის 93%-ით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განხორციელდა სამკურნალო დაწესებულებების კვებისა ბლოკების, უმწეოთა სასადილოების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების გეგმიური ინსპექტირება.

ზაზა დოლიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად, მასშტაბული კონტროლი განხორციელდა ცხოველთა ჯანმრთელობაზე. ხორციელდება იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დაავადებების პრევენციას და კონტროლს. შესაბამისი ღონისძიებები გატარდა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ, რის შედეგადაც თითქმის 6 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურები გადაურჩა განადგურებას.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რამაც კიდევ უფრო სრულყოფილი უნდა გახადოს მონიტორინგისა და ინსპექტირების პროცესი. სააგენტო მუშაობს ბიზნესოპერატორების იდენტიფიკაციისა და ინსპექტირების ელექტრონული ბაზის შექმნაზე. მომავალ წელს კი განსაკუთრებულ აქცენტს საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სკოლების სასადილოების შემოწმებაზე გააკეთებენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB