პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმების განხორციელება

21 Views Comment Off

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ეროვნული კონფერენცია — „ერთობლივი მუშაობა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმების განსახორციელებლად“ გაიმართა.

პარიზის ხელშეკრულება, რომელიც მიღებულ იქნა 2015 წლის დეკემბერში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა პარიზის კონფერენციაზე, ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ნოემბერს.

პარიზის ხელშეკრულება არის ახალი ნიშა კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროში, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნების ნებაყოფლობით ვალდებულებებზე — შეამცირონ ეროვნული სათბურის გაზების გამონაბოლქვები საბაზისო წლის დონესთან შედარებით.

საქართველოს მიერ განსაზღვრული ეს წვლილი შეადგენს 15 პროცენტს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 25 პროცენტამდე შესაბამისი დახმარების და ხელშეწყობის პირობებში.

პარიზის ხელშეკრულების მიზანი თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტებთან და იგი ხელმოწერილ იქნა საქართველოს მიერ გასული წლის 22 აპრილს; უახლოეს ხანებში კი იგეგმება მისი რატიფიკაცია.

პარიზის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, თანამშრომლობა და კოორდინაცია შესაბამისი სახელმწიფო, საწარმოო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეურნეო სექტორების და სპეციალისტების მხრიდან.

ამ გზაზე არსებული გამოწვევების და მიღწევების წარმოჩენა და განხილვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რელევანტური დარგების წარმომადგენელთა ფართო წრეში, სექტორული პოლიტიკისა და ღონისძიებების უკეთ კოორდინაციის მიზნით, და ევროკავშირის, როგორც კლიმატის ცვლილების სფეროში ლიდერის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენს კონფერენციის მთავარ მიზანს.

კონფერენცია ევროკავშირის პროექტის “კლიმა ისტ“-ის ორგანიზებით გაიმართა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB