ოზურგეთში ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

81 Views Comment Off

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“ 2014 წელს შეიქმნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით.

კომპანია ყიდულობს ხილს 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, დასაქმებული ყავს 12 ადამიანი და წლიურად 730 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილფაფას აწარმოებს: მსხლისგან, ვაშლისგან, ატმისგან, ტყემლისგან და ხურმისგან.

ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანა. 2017 წლის თებერვალში ჩეხურმა კომპანიამ „LL-C certification“ შპს „ანასეულის ექსპერიმენტარულ ჩაის ფაბრიკას“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი.

ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% — USAID/REAP, 30% — სააგენტო და 20% — კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.

მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.

USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB