ოთარ დანელიამ კახეთში სტიქიით დაზიანებული სავარგულები მოინახულა

7 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა. 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროსშესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

,,სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობაში. პირველადი ოპერატიული მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის ვენახი მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დღის ბოლომდე ზარალის შესახებ მონაცემები რეგიონის მასშტაბით დაზუსტება“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად მესაკუთრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

,,სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, იმისთვის, რომ სტიქიის დროს მოსახლეობისთვის ზარალის რისკი შემცირებულიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაზღვევის პრემიის 60 % სახელმწიფო ფარავს; დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რაც სახელმწიფოს დაახლოებით 14 მლნ ლარი დაუჯდა. სწორედ ამ სისტემის ფუნქციონირებამ, მიმდინარე წელს 30-ზე მეტი სტიქია აარიდა მოსახლეობას. სახელმწიფო რეალურად ცდილობს მოტივაცია გაუჩინოს მოსახლეობას დააზღვიონ მოსავალი და შეამცირონ რისკები“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად, სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB