ოთარ დანელია ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

16 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელი  „სუოლუნ ჯგუფის“  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი მიზანი ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის და ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის  გაზრდის შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრაზე „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ ვრცლად ისაუბრა ჩინეთში გახსნილი ქართული ღვინის სახლის შესახებ, რომელიც  წარმატებით ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერსის  მზარდი დინამიკა არსებობს. შესაბამისად,  „სუოლუნ ჯგუფის“ ინიციატივით,   ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი  გაიხსნება.

„ამ პროექტით, ჩვენ გვსურს ჩინეთში წარმოვადგინოთ პატარა საქართველო, თავისი კულტურით, სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი“, — აღნიშნა შიაოჯინ იიმ.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ  ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და  დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ჩინეთში ქართული კულტურის სახლის გახსნის  პროექტის განხორციელება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ცენტრების არსებობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე ქართული პროდუქციის  პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ეს პროექტი ორმხრივად საინტერესო იქნება და კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების  ყურადღება ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტზე გაამახვილა.

სოფლის მეურნეობის სამინიტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5324 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB