ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს რეაბილიტირებული გზის გახსნა

105 Views

ისტორიული ცუცხვათის ციხესთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი.

დღეს, ორპირი — ცუცხვათი — მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ორპირი–ცუცხვათი–მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი.

ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი.

აღნიშნული გზა ისტორიული ცუცხვათის ციხის და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მიდის, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით და ავტომანქანების სადგომი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3600 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB