ოქტომბერში FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი გაიზარდა

64 Views

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსმა ოქტომბერში 172.6 პუნქტი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით მეტია გასულ თვესთან, და 9.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით, ხოლო მარცვლეულის ინდექსმა ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად მოიმატა.

სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც 2016 წლის მანძილზე მუდმივად იზრდება, თუ არ ჩავთვლით ივლისში ხანმოკლე ვარდნას, არის ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი სასაქონლო ჯგუფის (შაქარი, რძე, მარცვლეული, ხორცი, ზეთი) ფასებს ასახავს.

ოქტომბრის ზრდა განპირობებული იყო, პირველ რიგში, შაქრისა და რძის ფასების მატებით. FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ოქტომბერში 3.4 პროცენტით აიწია ბრაზილიის ცენტრალურ სამხრეთ რეგიონში და ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში შაქრის წარმოების შემცირების ფონზე.

FAO-ს რძის ფასი ინდექსი სექტემბრიდან 3.9 პროცენტით გაიზარდა, რაც გამოიწვია ყველსა და განსაკუთრებით კარაქზე ფასების ზრდამ; ამ უკანასკნელს ბიძგი მისცა ევროკავშირში რძის პროდუქტებზე მდგრადმა შიდა მოთხოვნამ მას შემდეგ, რაც მარაგებმა იკლო.

FAO-ს ზეთების/ცხიმების ფასების ინდექსი სექტემბრიდან 2,4 პროცენტით შემცირდა, რაც დიდწილად უკავშირდება პალმის ზეთზე ფასების ვარდნას, მსოფლიო მასშტაბით შესუსტებული იმპორტის შედეგად.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი ოქტომბერში 1.0 პროცენტით დაეცა; ვარდნა განაპირობა ჩინეთის იმპორტიორთა მხრიდან ევროპულ ღორის ხორცზე შესუსტებულმა მოთხოვნამ.

ამასობაში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ოქტომბერში 1.0 პროცენტით გაიზარდა, რაც გამოიწვია მაღალი ხარისხის ხორბლის მიწოდების შეზღუდვამ, იმის მიუხედავად, რომ გლობალური ხორბლის მოსავლის საერთო პერსპექტივები გაუმჯობესდა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB