„ნიჩბურა“ — კალმახა სოკოს (ხის სოკო) წარმოებას იწყებს

289 Views Comment Off

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა.

კოოპერატივის თავმჯდომარის, გიორგი ლომოურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  სოკოს წარმოებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.

სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

კალმახა სოკოს (ხის სოკო) სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია. კოოპერატივში 6 მეპაიეა გაერთიანებული. საწარმოს განვითარებისთვის  მოზიდული ინვესტიცია 48 000 ევროს შეადგენს.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის  წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს”, — აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე.

საწარმო სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით გაიხსნა.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 87 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB