ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის შესახებ იმსჯელეს

82 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, მოლი ლიენს შეხვდა.

მხარეებმა შვედეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობზე, სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებზე და ნარჩენების მართვის ორგანოს გაძლიერების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

ასევე, განიხილეს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები- „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში“ და „დავასუფთაოთ საქართველო“.

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ მიზნად ისახავს გააუმჯობესოს გარემო და შეამციროს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოში, ნარჩენების მართვისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების გზით.

პროექტი „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში“ მოიცავს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის შესახებ ცოდნის ამაღლებას, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და ინვენტარიზაციის ჩატარებას რომელიმე შერჩეულ დაბინძურებულ ტერიტორიაზე.

პროექტით გათვალისწინებულია დახმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მუნიციპალური ნარჩენების მართვისათვის ტექნიკური უსაფრთხოების მეთოდოლოგიის შემუშავება ნარჩენების შეგროვებაში, ტრანსპორტირებასა და განთავსებაში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2121 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB