მუხურის მეფუტკრეობის ბაზის მშენებლობა მალე დასრულდება

139 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მუხურის ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სამეცნიერო — კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ქართული ფუტკრის თვისებებზე  ფართომასშტაბიანი კვლევები აწარმოონ.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს.

განხორციელებული ექსპედიციების შედეგად, მოძიებულ იქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები და ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუ სანაშენე მასალის წარმოება.

ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს.

ახლო პერიოდში სანაშენე მასალა გავრცელდება რეგიონებში, რაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთა თქმით 35%-ით გაზრდის პროდუქტიულობას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB