მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობა

მცენარეთა, დაცვა

მიწასთან მომუშავე ფერმერისა თუ გლეხის ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი მიზანი უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღებაა. სხვადასხვა კულტურის სიჯანსაღესა და მოსავლიანობას ხელს უშლის განსხვავებული დაავადებები და მავნებლები, მათთან საბრძოლველად კი ყველაზე ეფექტური გზა მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებაა.

ფერმერები აქტიურად იყენებენ პესტიციდებს რათა თავიდან აირიდონ მცენარეთა დაავადებები, დაიცვან ისინი მავნებლებისგან და გაანადგურონ სარეველები.

მცენარეთა დაცვის საშუალებები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული დაავადებისა თუ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ წინააღმდეგ საუკეთესო შედეგების ჩვენება შეუძლია, თუ მათ საჭირო დროს არ გავაკონტროლებთ შესაძლოა მცენარები სავალალო შედეგებამდე მიიყვანონ.

პესტიციდების გამოყენება მარტივია, აუცილებელია დავიცვათ ინსტრუქციები და რეკომენდაციები. პროდუქტის გამოყენების წინ ყოველთვის წაიკითხეთ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია, Bayer AG-ის პროდუქტის ყველა ეტიკეტზე მოცემულია უსაფრთხო გამოყენების დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი, არ ჩათვალოთ რომ ყველა ინსტრუქცია ერთნაირია, ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მათგანი!

თუ რამე ახსნას საჭიროებს, რჩევა იკითხეთ საკონსულტაციო ხაზზე 032 2 500 900.

თუ ჯერ არ გაგიზიარებიათ წარმატებული ფერმერების გამოცდილება და ჯერ კიდევ ფიქრობთ მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობაზე, იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას მიღებული დადებითი შედეგები.

სტატია მოგავაწოდა „აგროსფერომ“

თქვენი რეკლამა