მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის EPPO-ს წევრები — საქართველოში

57 Views Comment Off

სურსათის ეროვნული სააგენტო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დამცველებს მასპინძლობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრების შეხვედრას მასპინძლობს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 25 წარმომადგენელი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, მცენრეთა მავნებელ-დაავადებების დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

საქართველო, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა და როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, სამუშაო შეხვედრას პირველად მასპინძლობს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. „ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. ორგანიზაციის წევრობა საქართველოს დაეხმარება, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ეფექტიანი ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული მცენარეული პროდუქციის მიმართ ნდობის ამაღლებას“ -განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა, ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ვითარება და სახელმწიფო კონტროლის სისტემა გააცნეს.

„ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გაცვლა, ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ უახლეს ინიციატივებს ფიტოსანიტარიულ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში, ჩაერთონ ახალი სტანდარტების შემუშავების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე“ — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრების საქართველოში ვიზიტი სამდღიანია და 19 იანვრამდე გაგრძელდება. სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ხორციელდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1333 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB