მთის არხის რეაბილიტაცია დასრულდა

79 Views

„საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 3 000 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა მაგისტრალური არხი, მოეწყო ახალი მილხიდები, აღდგა სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები და დღეისათვის არხი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა 620 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო სისტემით.

წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში 43 800 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
ქართული რძის ნიშანი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB