მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს

380 Views

2017 წლის 16 მარტს, 16:00 საათზე, საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“, საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს.

სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს.

ღონისძიებას   საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა  საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2174 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB