მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს

137 Views

მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, იწყება მუშაობა სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.

„ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში», — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB