მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართება

94 Views

მთაწმინდის პარკის და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 23 აპრილს მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა ბრენდის ჩაი, თაფლი და ნუგბარი, დაათვალიერონ ქართული კერამიკა და ხელნაკეთი ნივთები.

ორგანიზატორთა განცხადებით გაიმართება კონცერტი და ნაჩვენები იქნება საინტერესო წარმოდგენები.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ჩაის მწარმოებელი წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიები, აგრეთვე თაფლის მწარმოებელი კომპანიები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც გააჩნიათ ჩაის წარმოებისა და მომზადების უდიდესი კულტურა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, შრი ლანკა.

ამ ქვეყნებს ფესტივალზე წარმოადგენენ:

  • იაპონია-იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი;
  • ჩინეთი-ჩინეთის საელჩო საქართველოში, სს ჰენთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფი, კონფუცის ინსტიტუტი;
  • დიდი ბრიტანეთი-ბრიტანეთის საელჩო თბილისში (British Embassy Tbilisi);
  • ინდოეთი-შ.პ.ს. «დიახ», დარისპან პრაშერ;
  • შრი-ლანკა- Zaid Tea Ceylon (PTV) Limited. Royal Sulaiha.

ფესტივალში მონაწილეობენ ჩაის მწარმოებელი კომპანიები:

„გეოპლანტი“; „თერნალი ჩაი“; „ტყიბული ჩაი“; „შემოქმედის ჩ/ფ; „კესანე“; „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩ/ფ“; „აგროექსპორტი“; „ხურჯინი“; LTD Bitadze -“Georgian Tea 1847”; “Georgian Organic Tea Producers Association”, “Georgian-Chinese Tea Cluster”; კოოპერატივი „ნაგომარი“; კოოპერატივი „არაგველები“; „ახმად ჩაი“; კოოპერატივი “კონა”; ი.მ. ჩაი უშარო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1270 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3531 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB