მსხვილფეხა პირუტყვის კვლევა და ვაქცინაცია იგეგმება

53 Views Comment Off

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო,დაავადება ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

გასული თვის მანძილზე, საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკული სამუშაოები და პრეზენტაციები ჩატარდა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიანსხვადასხვა სახეობის ცხოველები დაასევე ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით ან მისგან მიღებული პროდუქტით.

ბრუცელოზი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას, აკრძალულია მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება.

თელავში, რუსთავში, ახლციხეში, გორსა და ბათუმში FAO-ს ექსპერტებმა ქართველ ვეტერინარებსა და ფერმერებს დაავადება ბრუცელოზის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ასევე მოხდა 2016-2020 წლების ბრუცელოზის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის გასაჯაროება, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით პირუტყვის კვლევა და ბრუცელოზზე მათი ვაქცინაცია იგეგმება.

სამუშაო შეხვედრებისაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზაციული მხარდაჭერით ჩატარდა.

პრეზენტაციებთან ერთად, პრაქტიკული, საველე სამუშაოები განხორციელდა. ტრენინგები ჩაუტარდათ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ვეტერინარებს, პირუტყვის სისხლის ნიმუშის აღებასა და ვაქცინაციაში (გორში, ხაშურში, კასპში, ქარელში).

მსგავსი ტრენინგების ჩატარება წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

პარალელურად, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) მიმდინარეობს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, სადაც 60 ათასამდე პირუტყვის კვლევა იგეგმება.

მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და  შიდა ქართლის რეგიონებში, 200 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების კვლევაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომდევნო წელს ჯანმრთელ პირუტყვს  ვაქცინაცია ჩაუტარდება.

“ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში” — ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 2015 წლიდან ახორციელებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2555 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB