მსჯელობა კენკროვანი კულტურების წარმოებაზე

194 Views

კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

„საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნულ პროდუქტზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს რეგიონებში არსებულ პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის სეიმის დეპუტატი ტომაშ მაკოვსკი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პოლონეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი, დარგში დასაქმებული მეწარმეები, კოოპერატივების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

102Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB