მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდოლოგიის დანერგვის პროექტი

18 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ თელავში მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდოლოგიის დანერგვის პროექტის მეორე ეტაპი დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

პროექტი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ოთხწლიანი პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში მოსავლიანობის პროგნოზირების სტატისტიკური ინფორმაციის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და, შესაბამისად, ეკონომიკური ანალიზის განხორციელების ხელშეწყობაა.

„აგარარული მიმართულებით დარგობრივი განვითარების სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის მოსავლიანობის პროგნოზირება ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე მოსავლიაონობის პროგნოზირება მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში, სპონტანურად შეგროვებული ინფორმაციაზე საფუძველზე ხდებოდა.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოსავლიანობის პროგნოზირების პროგრამას განხორციელება დავიწყეთ. ეს მეთოდოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებულია და საქართველოშიც დაინერგება. პირველ ეტაპზე სიმინდის ნათესი ფართობები შეირჩა და მოსავლიანობის პროგნოზირებისათვის საბაზისო ინფორმაცია შეგროვდა, მომავალში კი მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდილოგია გავრცელდება ყველა იმ აგარარულ კულტურაზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდილოგიის თეორიული და პრაქტიკული პრეზენტაციები წარმოადგინა აშშ — ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა სტატისტიკოსმა მაიკლ შტაინერმა.

11 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, პროექტის ფარგლებში, USDA-ის ექსპერტები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები კახეთის, სამეგრელოს და იმერეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს სიმინდის მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდოლოგიის საკითხებზე ტრეინინგებს ჩაუტარებენ.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ტიპის სამუშაოების განხორციელება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ოპერატიულ რეჟიმში პროგნოზირება უნდა უზრუნველყონ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგობრივი ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და გაზრდის კონკრეტული ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის შესაძლებლობებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB