მოლდოვაში მევენახეობა-მეღვინეობის ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

70 Views Comment Off

მოლდოვაში მევენახეობა-მეღვინეობის ელექტრონული რეესტრი შეიქმნა, რომელშიც დარეგისტრირება ინტერნეტით არის შესაძლებელი.

პროექტი რეალიზირებულია მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის და ღვინისა და ყურძნის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჩეხეთის განვითარების ფონდის, ჩეხეთის საელჩოს და ჩეხური კომპანიის Tender System-ის მხარდაჭერით.

პროექტის ჩეხი ხელმძღვანელის, პეტრ ვაცულიკის (Petr Vaculik) სიტყვებით, პროექტის განხორცილების პერიოდში მისი გუნდი, ჩეხეთის გამოცდილების სრულად გამოყენებას  შეეცადა და იმედი გამოთქვა, რომ რეესტრი ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ჩეხეთში.

Tender System-ის დირექტორის იან რადეკის განცხადებით მისი კომპანია რეესტრის გაშვების შემდეგაც გააგრძელებს პროგრამის სრულყოფას.

მევენახეობა-მეღვინეობის ელექტრონული რეესტრის შემუშავების კონტრაქტის მიხედვით, ჩეხური მხარე გაშვებიდან 2 წლის განმავლობაში განაგრძობს პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.

დღეისთვის რეესტრში უკვე 20 ათასი მეღვინეა დარეგისტრირებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB