მინსკში სიცხის გამო ბაზარში ნიგვზის გაყიდვა აკრძალეს

მინსკში ნიგვზის გაყიდვაზე დროებითი აკრძალვის ნორმა შემოიღეს. მიზეზად სახელდება ცხელი ამინდები, რომლის გამოც გარჩეული კაკალი მალე ფუჭდება.

აკრძალვა მოქმედებს მინსკის მთავარ სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე, იტყობინება tut.by. კაკლის შენახვის ტემპერატურა საშუალოდ +15 °С – +21 °С -ია, ეს დამოკიდებულია შეფუთვაზე, სიცხეები განსაკუთრებით შეუფუთავ ნიგოზზე მოქმედებს, წერს საინფორმაციო სააგენტო.

მინსკის მთავარ სასოფლო-სამეურნეო ბაზარში, ნიგოზი ძირითადად შეუფუთავი იყიდება.

მაღალ ტემპერატურაზე, სინათლის და ჰაერის ზემოქმედების შეეგად, გარჩეული კაკალი მძაღდება და მწარე გემოს იღებს – აცხადებს ექიმი-ჰიგიენისტი ვალენტინა ტერეშკო.

სუპერმარკეტებში ნიგოზი ჩვეულებრივ იყიდება.

თქვენი რეკლამა