„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებული თამაზ ნამორაძე გახდა

60 Views Comment Off

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციისა და პოლონეთის მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, კონკურსი „მიკრომეწარმე 2015“ გაიმართა. კონკურსის მთავარ ნომინაციაში — „წლის საუკეთესო მიკრომეწარმე“ — გაიმარჯვა სასათბურე მეურნეობის მფლობელმა თამაზ ნამორაძემ.  გამარჯვებულს ჯილდო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გადასცა.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

კონკურსის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის, თამაზ ნამორაძის თქმით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება მისთვის, შესაძლებელი გახდა სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ.

პროექტი „მიკრომეწარმე 2015“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB