მევენახეთა ფორუმი ყვარელში

მევენახე

2018 წლის 14 ნოემბერს, კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“.

ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისის“ პარტნიორი ბანკი ბაზისბანკი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა სწორედ ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც ერთობლივად შეიქმნა კომპანია კარტლისთან ერთად და რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს საკუთარი მეურნეობის განვითარებაში.

ღონისძიებას რომლის მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მევენახეთა დარგის სიახლეებს არსებულ პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები 200 მდე ფერმერი ესწრებოდა.

ფორუმზე ასევე განხილული იქნა ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა: სარწყავი სისტემები, ვაზის კვების სქემა, ვენახებისა და სანერგეების მიმოხილვა და მოხდა ახალი მცენარეთა დაცვის საშუალებების გაცნობა.

ღონისძიების დასასრულს  კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია, როგორც ბანკის წარმომადგენლებთან ასევე კომპანია კარტლისის სპეციალისტებთან ერთად.

სიახლე მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“

თქვენი რეკლამა